მთავარი ბლოგი სერვისი პარტნიორები ჩვენ შესახებ

საქართველოში იმპორტული სიმინდის 99%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის

საქართველოში სიმინდის იმპორტი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში წინა წელთან შედარებით მცირედით, 1.2%-ით შემცირდა. 2023 წელს, ამავე პერიოდში საქართველომ 12.6 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 51 795 ტონა სიმინდი იყიდა, წელს კი - 11 თვეში კი 51 173 ტონა მარცვლეულში 10.7 მილიონზე მეტი გადაიხადა.

როგორც ცნობილია, იმპორტთან ერთად შემცირებულია 1 კგ სიმინდის საშუალო საიმპორტო ფასიც. გასულ წელს თუ ღირებულება გადასახადების გარეშე 24 ცენტს შეადგენდა, წელს ფასმა 21 ცენტამდე იკლო.

მონაცემების მიხედვით, საქართველოში იმპორტული სიმინდის უდიდესი ნაწილი, 99.5%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის. მაგალითისთვის, წელს იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან 50 927 ტონა სიმინდი შემოვიდა (10.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების).

რუსეთს სიმინდის უმსხვილეს იმპორტიორთა შორის მოსდევს თურქეთი (73 ათასი დოლარის 95 ტონა სიმინდი) და ამერიკა (18 ათასი დოლარის 26 ტონა). დანარჩენი ქვეყნების წილი კი სიმინდის იმპორტში მინიმალური იყო.