მარტის ბოლოს 40-ფუტიანი ერთი კონტეინერის გადაზიდვის ტარიფმა 2,929 დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 3,010 დოლარი ღირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Drewry Shipping Consultants ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ყველაზე მაღალ ნიშნული 25 იანვარს იყო, როცა 40-ფუტიანი ერთი კონტეინერის გადაზიდვის ტარიფმა 3,964 დოლარი იყო, ხოლო მინიმალური ტარიფი - 1,342-დოლარი 2023 წლის 26 ოქტომბერს დაფიქსირდა.

გადაზიდვის ტარიფი შემცირდა:

შანხაიდან ნიუ-იორკის მიმართულებით - 6%-ით, ანუ 318 დოლარით, 5,058 დოლარამდე.

შანხაიდან ლოს-ანჯელესის მიმართულებით - 3%-ით, 3,825 დოლარამდე

შანხაიდან როტერდამის მიმართულებით, 2%-ით, 3,159 დოლარამდე

როტერდამიდან შანხაის მიმართულებით - 2%-ით, 814 დოლარამდე

შანხაიდან გენუაის მიმართულებით - 2%-ით, 3,806 დოლარამდე

ნიუ-იორკიდან როტერდამის მიმართულებით - 3%-ით, 637 დოლარამდე

ლოს-ანჯელესიდან შანხაიის მიმართულებით - 1%-ით, 691 დოლარამდე

როტერდამიდან ნიუ-იორკის მიმართულებით - 1%-ით, 2,261 დოლარამდე

როგორც Drewry აანონსებს, ტარიფის შემცირება კვლავ მოსალოდნელია მომდევნო კვირაშიც.

შეგახსნებთ, რომ წითელ ზღვაში თავდასხმების შედეგად აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დრო 10-15 დღით, ტრანსპორტირების ღირებულება კი 400%-ით გაიზარდა. ასევე, წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენების ფონზე სუეციის არხზე 36%-ით ნაკლები გემი მოძრაობს, ხოლო ტვირთი 60%-ზე მეტად არის შემცირებული. მნიშვნელოვნად გაიზარდა გემების დაზღვევის ღირებულება და საწვავის ხარჯიც.