TOP 3 იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის ბოლო მონაცემებით

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტით ნაკლებია, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

აქედან ექსპორტი 1 326.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.3 პროცენტით).

2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (624.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (458.4 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (298.9 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 486.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 289.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 184.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.5 პროცენტი),“ - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააკეთე სწორი არჩევანი, გადაზიდე ტვირთი "ინტერ ლოჯისტიკსის" დახმარებით. (FB ბმული) ჩვენს ანგარიშზეა 12 წლიანი გამოცდილება და საიმედო პარტნიორობა 200-ზე მეტი კომპანიისთვის. დეტალებზე მოგვწერეთ მეილზე info@interlogistics.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 65 03 82