თურქული ექსპორტი საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ნელა იზრდება

2024 წლის პირველ კვარტალში თურქეთის მთლიანმა ექსპორტმა საქართველოში 551,032 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებზე 3.15%-ით მეტია, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu და წყაროდ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს და ქვეყნის ექსპორტიორთა ასამბლეა მოჰყავს.

თურქეთის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში: ბულგარეთში, სომხეთში, საქართველოში, ერაყში, ირანში, სირიასა და საბერძნეთში იანვარ-მარტში 16,7%-ით გაიზარდა. მათ შორის მთავარი იმპორტიორი ერაყია, შემდეგი ბულგარეთი და საბერძნეთია.

ერთი წლის მონაცემებით, თურქული ექსპორტი ყველაზე მეტად ერაყში, ყველაზე ნაკლებად კი საქართველოში გაიზარდა.

2024 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თურქეთის ექსპორტის ზრდის პროცენტული მაჩვენებლები მეზობელ ქვეყნებში ასეთია:

ერაყი: +33,9%

სირია: +16,3%

სომხეთი: +11,9%

საბერძნეთი: +4,7%

ირანი: +3,9%

ბულგარეთი: +3,3%

საქართველო: +3,1%

ამ ქვეყნებისთვის ყველაზე მეტად ექსპორტირებული პროდუქციაა მარცვლეული, პარკოსნები, ზეთოვანი კულუტრები და მათგან წარმოებული პროდუქცია. ხოლო ყველაზე ნაკლებად ექსპორტირებული - დეკორატიული მცენარეების სექტორიდანაა.

ზოგადად, თურქეთის გლობალურმა ექსპორტმა იანვარ-მარტში 63,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო კვარტალური მაჩვენებელია.

"ინტერ ლოჯისტიკსი" გთავაზობთ თურქეთის ნებისმიერი მისამართიდან ტვირთის გადაზიდვას, ოპტიმალურ დროში და ტარიფად. დაგვიკავშირდით და მიიღეთ საიმედო გადაწყვეტილება გადაზიდვებში -  Facebook