"იმპორტი დაბალი ტემპით გაიზრდება და 2024 წელს ზრდა 6.1%-ს შეადგენს"

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ახალ ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს შესახებ ეკონომიკური კუთხით პროგნოზს აკეთებს.

"იმპორტი შედარებით დაბალი ტემპით გაიზრდება და 2024 წელს ზრდა 6.1%-ს შეადგენს, შიდა ზრდის შენელებისა და ავტომობილების შემცირებული რეექსპორტის ხარჯზე, ხოლო 2025 წელს 11.1%-მდე გაიზრდება. მოხდება ფულადი გადარიცხვების სტაბილიზება დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარამდე მომდევნო 2 წლის განმავლობაში, რადგან რუს მიგრანტებთან დაკავშირებული გარე შემოდინება შენელდება და საპირისპირო მიმართულებით შემობრუნდება, რამაც შესაძლოა დაღმავალი ზეწოლა მოახდინოს ლარზე"- ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის ახალ ანგარიშში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბანკი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2024 წელს 5%-ით ვარაუდობს, რაც 2025 წელს 5.5% გახდება ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის ფონზე.

“საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში განუხრელად იზრდება. ყურადღების გამახვილება რეგიონულ თანამშრომლობაზე, კერძო სექტორის ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და უფრო მწვანე და კლიმატგამძლე ეკონომიკაზე გადასასვლელად საჭირო პოლიტიკის გატარება ქვეყანაში შექმნის დოვლათს და მოსახლეობის სოციალურ დაცვას გააძლიერებს“.- განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამმა.

შეგახსენებთ, რომ "ინტერ ლოჯისტიკსი" მუშაობს როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მიმართულებით. დაგვიკავშირდით და მიიღეთ საიმედო გადაწყვეტილება თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის. "ინტერ ლოჯისტიკსი" 12 წელია გადაზიდვების კუთხით 100-მდე კომპანიის სანდო პარტნიორია. იხილეთ ჩვენი გვერდი